LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი ,,ჟივენშის” იისფერი სამოსით „მალეფისენტას” პრემიერაზე (ფოტო/ვიდეო)

2280
19389874-7545891-Sweet-moment-It-s-clear-that-Angelina-and-Michelle-get-along-ver-a-168-1570465196397

44 წლის ანჯელინა ჯოლი და 61 წლის მიშელ პფაიფერი რომში იმოფებოდნენ. შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, საზოგადოებამ „მალეფისენტა – წყვდიადის მბრძანებელის“ მსოფლიო პრემიერა იხილა. მანამდე მსახიობი ფილმის კოსტიუმით პოზირებდა, აღნიშნულ ფოტოგადაღებაზე კი ბოროტი ჯადოქრის როლის შემსრულებელმა შავი კოსტიუმი, ,,ჟივენშის” იისფერი, გრძელი ტოპით ჩაანაცვლა, რომელსაც ასიმეტრიული დიზაინი ჰქონდა. მიშელმა კი აბრეშუმის ზედასა და შავ შარვალზე შეაჩერა არჩევანი.

https://www.instagram.com/p/B3UDLMeI6lH/?utm_source=ig_embed

მსახიობები ფოტოსესიის დროს იცინოდნენ და ეტყობოდათ, რომ დიდ სიამოვნებას იღებდნენ  პროცესისგან. შეგახსენებთ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მსახიობებს გადასაღებ მოედანზე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა მიშელმა პრესკომფერენციაზე აღნიშნული ინფორმაცია უარჰყო და განაცხადა:

„პირველად მესმის მსგავსი რამ, ჩვენ დაუღალავად ვშრომობდით,  მე ძალიან მომწონს ანჯელინასთან თანამშრომლობა.“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები