LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არა ნივთებს და ქონებას, მხოლოდ მიზანი და სიყვარული“ – 57 წლის იუბილარის, ლენი კრავიცის ემოციურ პოსტი

127
page

26 მაისს, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, ლენი კრავიცი 57 წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით არტისტმა სოციალურ ქსელში ფოტოები და ვრცელი, ემოციური  პოსტი გაავრცელა.

„როდესაც გავიღვიძე, ერთადერთი რაც შემეძლო, ეს იყო ღმერთისთვის უღრმესი მადლობის გადახდა, ესოდენ გრძელი ცხოვრებისეული მოგზაურობისთვის. მე არასდროს მიგრძვნია ფიზიკურად თავის ასე მხნედ, გონებრივად თუ სულიერად და მე მეტისთვისაც ვარ მზად. არა ნივთებს და ქონებას, მხოლოდ მიზანი და სიყვარული. სიყვარულს ყველაფრის განკურნება შეუძლია და მე მადლიერი ვარ“, – წერს ლენი.

იუბილარის გავრცელებული ფოტოებიც მისი სიტყვების მსგავსად საოცრად ემოციურია. ის თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი, ზღვაში ხელგაშლილი პოზირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები