LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდემ სიმღერის Thank U, Next კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

6867558-0-image-a-75_1543630902738

არიანა გრანდემ, დაანონსებიდან მალევე, სიმღერის Thank U, Next კლიპი გამოაქვეყნა. პრემიერიდან 24 საათში, ვიდეო 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, რაც ახალი რეკორდული მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ მუსიკალური რგოლისთვის 26 წლის მომღერალმა რამდენიმე განსხვავებული პერსონაჟის იმიჯი მოირგო და ფილმების: ,,ცუდი გოგონები”, ,,ქერათმიანი ადვოკატი”, ,,მიაღწიე წარმატებას” და ,,13-დან 30-ში” კადრები გაიმეორა.

საინტერესოა ისიც, რომ ახალგაზრდა შემსრულებელის ახალ კლიპში, ჰანა ლუქს დევისმა, ისეთი ცნობილი სახეები გადაიღო, როგორებიც:  ჯენიფერ კულიჯი, კრის ჯენერი, ტროი სივანიჯონათან ბენეტისტეფანი დრამონდი და Youtube-ისა და ამერიკული სიტკომის, ,,გამარჯვებული” ვარსკვლავები არიან. ვიდეოში ასევე, არიანას ნახევარძმა, ფრენკი მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში, სინგლს ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA), პლატინის სტატუსი მიანიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები