LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მე ავიცერი და თუკი მენდობით, აიცერით თქვენც“ – 83 წლის მორგან ფრიმენი საზოგადოებსა აცრისკენ მოუწოდებს

227
page

ლეგენდარულ მსახიობს, მორგან ფრიმენს ერთდროულად ხმამაღალი, დამაჯერებელი და თბილი ხმის ტემბრი აქვს. მას მონაწილეობა National Geographic-ის რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტურ ფილმში აქვს მიღებული, მათ შორის „ღმერთის ისტორიაში“.

ამჯერად მორგანმა უახლეს სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და საზოგადოებას Covid-19-ის ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.

ოსკაროსანი მსახიობის ვიდეომ და მასში გაჟღერებულმა სიტყვებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო.

„ექიმი არ ვარ, თუმცა მეცნიერების მჯერა. მითხრეს, რომ რატომღაც ხალხს ჩემი სჯერა. მე ავიცერი და თუკი მე მენდობით, აიცერთ თქვენც“, – აცხადებს ფრიმენი, რომელმაც 45 წამიანი ვიდეორგოლი საკუთარ ბიბლიოთეკაში გადაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები