LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა მონაზონი ვყოფილიყავი“ – 55 წლის პამელა ანდერსონი ისევ გაშიშვლდა

267
page

ბოლო კვირების განმავლობაში სექს-სიმბოლო, პამელა ანდერსონი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, „ნეტფლიქსზე“ მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური მინი სერიალი, Pamela, a Love Story გამოვიდა. ლოს-ანჯელესში გამართულ პრემიერაზე პამელა ანდერსონი ზღაპრული „ლუქით“ გამოჩნდა. მანამდე კი ფილმიდან არაერთი სკანდალურიო დეტალი გახდა ცნობილი.

„სტალონემ სახლი და Porsche-ს მარკის მანქანა შემომთავაზა, სანაცვლოდ კი მისი N1 გოგო უნდა გავმხდარიყავი“ – პამელა ანდერსონის სკანდალური განცხადება

კაბა 4864 ევროდ და საკულტო იმიჯი 33 წლის შემდეგ – პამელა კვლავ პამელაა

ამჯერად მან Interview Magazine-ის უახლეს ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.  55 წლის ვარსკვლავი კვლავ გაშიშვლდა და არაერთი ცხელი ლუქი მოირგო.  ინტერვიუში მან ახალგაზრდობის წლებზე, „ფლეი ბოისთან“ თანამშრომლობასა და საკუთარი წიგნის შესახებ ისაუბრა.

„ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა მონაზონი ვყოფილიყავი. დედაჩემი კათოლიკურად გაიზარდა, იყო მომენტები, როდესაც მინდოდა მიმტანი ვყოფილიყავი, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ მე არ ამირჩევია ჩემი არცერთი საქმე, საქმეებმა ამირჩიეს მე“, – იხსენებს პამელა.

55 წლის პამელა ანდერსონი მერლინ მონროს იმიჯით ,,ვერიეთის” ულამზე ფოტოსესიაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები