LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლეიკ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი დოლარი გადარიცხეს

323
NEW YORK, NY - MAY 02:  Ryan Reynolds and Blake Lively attend the premiere of "Pokemon Detective Pikachu" at Military Island in Times Square on May 2, 2019 in New York City.  (Photo by Steven Ferdman/Getty Images)

მსახიობი ბლეიკ ლაივლი და მისი მეუღლე, რაიან რეონოლდსი ქველმოქმედებას აქტიურად  ეწევიან. გასულ წელს მსახიობებმა ემიგრანტი ბავშვებისთვის შექმნილ სხვადასხვა ფონდში 1 მილიონი დოლარი გადარიცხეს.

ახლა კი ინფორმაცია ვრცელდება, რომ 43 წლის რაიან რეინოდლსმა და 32 წლის ბლეიკ ლაივლიმ კორონავირუსთან საბრძოლველად საქველმოქმედო ფონდში ასევე 1 მილიონი დოლარი გადარიცხეს.

„კორონავირუსმა უამრავი ადამიანი დააზარალა, ის განსაკუთრებით საშიში ხანშიშესული ადამიანებისთვისიაა, მე და ჩემი მეუღლე 1 მილიონ დოლარს საქველმოქმედო ფონდში ვრიცხავთ და თუკი თქვენც გაქვთ ამის საშუალება, გაიღეთ თანხები“ – განაცხადა არტისტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები