ჯოლი-პიტის სკანდალური საქმის გახმაურების შემდეგ, ანჯელინა ჯოლი ლოს-ანჯელესში, ქალიშვილთან, 14 წლის ვივიენთან ერთად გამოჩნდა. ისინი მაღაზია Lassens-ს ესტუმრნენ. 47 წლის ანჯელინა გრძელ, თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი, მხრებზე კი შარფი ჰქონდა მოხვეული.
აღსანიშნავია რომ ცოტა ხნის წინ ბრედ პიტის ადვოკატებმა ჯოლის ყველა ბრალდება კატეგორიულად უარყვეს, გავრცელდა აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 58 წლის პიტს ამ ეტაპზე არცერთ შვილთან არ აქვს კონტაქტი.