რამდენიმე დღის წინ ანჯელინა ჯოლიმ სასამართლოს მორიგი ჩვენებით მიმართა, რომელიც ბევრად უფრო სკანდალურია, ვიდრე მისი წინამორბედი. მსახიობი კვლავ ძალადობაში ადანაშაულებს ყოფილ ქმარს, ბრედ პიტს და აცხადებს, რომ 2016 წელს, თვითმფრინავით საბედისწერო მგზავრობის დროს, პიტი ერთ ბავშვს ახრჩობდა, მეორეს კი ურტყამდა. ჯოლის თქმით ბრედმა ის თმით ითრია და სახით კედელს მიანარცხა. საქმეში მითითებულია, რომ პიტს შელაპარაკების მომენტში ლუდი და წითელი ღვინო ჰქონდა დალეული.
„მან უამრავი რამ გააკეთა, რათა თავისი შვილები განმეორებითი ძალადობისგან დაეცვა“, – აცხადებს ანჯელინას ადვოკატი.
ცნობისთვის, სწორედ იმ შემთხვევიდან 5 დღეში მიმართა ანჯელინა ჯოლიმ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით.
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ისევ უჩივლა – მსახიობი 250 მილიონ დოლარს ითხოვს