LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ისევ უჩივლა – მსახიობი 250 მილიონ დოლარს ითხოვს

262
ანჟელინა-ჯოლი

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტის წინააღმდეგ მორიგი სასამართლო დავა დაიწყო. ამჯერად მსახიობმა სარჩელი შეიტანა ყოფილი ქმრის წინააღმდეგ და მას ღვინის კომპანია „შატო მირავალის“ მიტაცებაში ადანაშაულებს. ანჯელინა ამტკიცებს, რომ ბრედ პიტმა ღვინის მარანზე სრული კონტროლი აიღო, რაც დანაშაულია, რადგან ქონება მათ თანაცხოვრებაში აქვთ შეძენილი. გამოცემა „ფეიჯ სიქსი“ წერს, რომ ჯოლი პიტისგან 250 მილიონ დოლარს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შორის სასამართლო დავა, რომელიც შვილების მეურვეობის საკითხს ეხებოდა, პიტის სასარგებლოდ დასრულდა.

„ბრედ პიტთან საბრძოლველად ემზადება“ – ანჯელინა ჯოლიმ სექსუალური იმიჯი დაიბრუნა

„ლუდი გადაასხა, მაჯა დაუზიანა და უწმაწური სიტყვები უთხრა“ – ინტერნეტსივრცეში ანჯელინა ჯოლის ანონიმური ჩვენება გავრცელდა, რომლის თანახმადაც პიტმა ყოფილ ცოლზე იძალადა

„მხრებზე უხეშად წაავლო ხელი, რის გამოც ის სკამიდან გადავარდა “ – ინტერნეტსივრცეში ანჯელინა ჯოლის დაზიანებული ხელის ფოტოები და მორიგი სკანდალური დეტალები ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები