LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხრებზე უხეშად წაავლო ხელი, რის გამოც ის სკამიდან გადავარდა “ – ინტერნეტსივრცეში ანჯელინა ჯოლის დაზიანებული ხელის ფოტოები და მორიგი სკანდალური დეტალები ვრცელდება

2178
page

ცოტა ხნის წინ ანჯლინა ჯოლისა და ბრედ პიტის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ სკანდალური დეტალები გავრცელდა. წყვილის შეხლა-შემოხლა 2016 წელს მოხდა, როცა ისინი შვილებთან ერთად საფრანგეთიდან, ლოს-ანჯელესისკენ პირადი თვითმფრინავით ბრუნდებოდნენ.

„საბედისწერო რეისი“ – პიტი-ჯოლის შეხლა-შემოხლის ახალი დეტალები

ახლახან, ანჯელინას დაზიანებული ხელის ფოტოებიც გავრცელდა. მსახიობი სკანდალურ ჩვენებაში ირწმუნება, რომ ყოფილმა ქმარმა მას მხრებზე უხეშად მოჰკიდა ხელი, ლუდი გადაასხა და ხელი დაუზიანა.

„ბრედ პიტი მთვრალი იყო. მან მეუღლეს ლუდი გადაასხა, მხრებზე უხეშად მოჰკიდა ხელი და მაჯა დაუზიანა, რის გამოც ჯოლი სკამიდან გადავარდა. შემდეგ ბრედმა მედოქსს, რომელიც მაშინ 15 წლის იყო, ხელით შეეხო და დაარტყა. ამ დროს ის უწმაწურ სიტყვებს ამბობდა და მეუღლეს ოჯახის დაღუპვაში ადანაშაულებდა“, – ნათქვამია სკანდალურ ჩვენებაში.

„ლუდი გადაასხა, მაჯა დაუზიანა და უწმაწური სიტყვები უთხრა“ – ინტერნეტსივრცეში ანჯელინა ჯოლის ანონიმური ჩვენება გავრცელდა, რომლის თანახმადაც პიტმა ყოფილ ცოლზე იძალადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები