LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლუდი გადაასხა, მაჯა დაუზიანა და უწმაწური სიტყვები უთხრა“ – ინტერნეტსივრცეში ანჯელინა ჯოლის ანონიმური ჩვენება გავრცელდა, რომლის თანახმადაც პიტმა ყოფილ ცოლზე იძალადა

6164
Untitledfdfdfd

როგორც ცნობილია, ანჯელინა ჯოლიმ ყოფილი ქმრის, ბრედ პიტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ჯოლი მას ძალადობაში ამხელს. მიმდინარე წლის აპრილში კი მსახიობმა FBI-ს უჩივლა, რადგან მათ თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტი არ გამოიძიეს.

ანჯელინა ჯოლი FBI-ს უჩივის – ახალი დეტალები ჯოლი-პიტის სკანდალურ საქმეზე

სარჩელი ანონიმური იყო და ის ჯეინ დოუმ შეიტანა, რომელიც დაწვრილებით აღწერს 2016 წელს, პირად თვითმფრინავში მომხდარ შემთხვევას. ახლა კი ირკვევა, რომ ჯეინ დოუ, ეს თავად ანჯელინა ჯოლია. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ჩვენების დეტალებიც.

„ბრედ პიტი მთვრალი იყო. მან მეუღლეს ლუდი გადაასხა და მაჯა დაუზიანა, შემდეგ კი მედოქსს, რომელიც მაშინ 15 წლის იყო, ხელით შეეხო და დაარტყა. ამ დროს ის უწმაწურ სიტყვებს ამბობდა და მეუღლეს ოჯახის დაღუპვაში ადანაშაულებდა“, – ნათქვამია ჩვენებაში.

ცნობისთვის, აღნიშნულ ბრალდებებს 58 წლის ბრედ პიტი კატეგორიულად უარყოფს.

მედოქსი ბრედ პიტის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს – ახალი დეტალები სასამართლო პროცესიდან

მამის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შემდეგ, 19 წლის მედოქსი კორეაში ბრუნდება

ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისა და შვილებს იტალიაში ჩააკითხა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები