LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედოქსი ბრედ პიტის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს – ახალი დეტალები სასამართლო პროცესიდან

1259
40647844-0-image-a-193-1616091512730

უკვე 4 წელია, რაც ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეს ბავშვებზე მეურვეობის საკითხი.

სულ ცოტა ხნის წინ ახალი გარემოებები გამოიკვეთა. უკანასკნელ სასამართლო პროცესზე 45 წლის ანჯელინამ განაცხადა, რომ მზადაა ბრედ პიტის მიერ ბავშვებზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დამამტკიცებელი საბუთები წარადგინოს.

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებს და მზადაა დამამტკიცებელი საბუთები წარადგინოს

ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ ანჯელინასა და პიტის 19 წლის ვაჟმა, მედოქსმა მამის წინააღმდეგ ჩვენება უკვე მისცა, ის ასევე პიტის გვარზე უარს აცხადებს და სურს, რომ მის ოფიციალურ დოკუმენტაციაში მხოლოდ ჯოლის გვარი ფიგურირებდეს. როგორც ცნობილია მედოქსსა და ბრედს თავიდანვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, ტაბლოიდები წერდნენ, რომ პიტმა მედოქსზე იძალადა კიდეც.

შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავური წყვილის ბიოლოგიურმა ქალიშვილმა,  14 წლის შაილომ ყველასათვის მოულოდნელად მამის გვარზე უარი თქვა. გოგონამ  საკუთარი საიდუმლო პროფილიდან მამის გვარი – პიტი წაშალა და მხოლოდ დედის დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები