LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შემდეგ, 19 წლის მედოქსი კორეაში ბრუნდება

1370
page

როგორც ცნობილია, ჯოლი-პიტის 19 წლის ვაჟმა, მედოქსმა მამის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ის ასევე პიტის გვარზე უარს აცხადებს და სურს, რომ მის ოფიციალურ დოკუმენტაციაში მხოლოდ ჯოლის გვარი ფიგურირებდეს. მედოქსსა და ბრედს თავიდანვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, ტაბლოიდები წერდნენ, რომ პიტმა მედოქსზე იძალადა კიდეც, 2016 წლის დაპირისპირების შემდეგ, მან ბრედთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა.

გამოცემა  The Sun-ის ინფორმაციით, ვარსკვლავური წყვილის შვილი მშობლიურ კორეაში დაბრუნებას აპირებს. ის „ენსის“ უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ბუნებრივია, მედოქსი ბრედთან გამომშვიდობებას არც აპირებს.

ცნობისთვის, უკვე 4 წელია, რაც ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეს ბავშვებზე მეურვეობის საკითხი. 45 წლის ანჯელინამ განაცხადა, რომ მზადაა ბრედ პიტის მიერ ბავშვებზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დამამტკიცებელი საბუთები წარადგინოს.

მედოქსი ბრედ პიტის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს – ახალი დეტალები სასამართლო პროცესიდან
სიყვარულიდან ომამდე – რა რეაქცია ჰქონდა ბრედ პიტს ძალადობის ბრალდებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები