LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარულიდან ომამდე – რა რეაქცია ჰქონდა ბრედ პიტს ძალადობის ბრალდებაზე

459
40757442-0-image-a-24-1616364226086

როგორც ცნობილია, ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებს და მზადაა დამამტკიცებელი საბუთები წარადგინოს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, პირად თვითმფრინავში პიტმა შვილებზე ფიზიკურად იძალადა. მათმა 19 წლის ვაჟმა, მედოქსმა მამის წინააღმდეგ ჩვენება უკვე მისცა, ის პიტის გვარზე უარს აცხადებს.

მედოქსი ბრედ პიტის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს – ახალი დეტალები სასამართლო პროცესიდან
ფოტო: ყავისფერი ქურთუკი, გრძელი ქერა თმა და მოტოციკლი – 57 წლის ბრედ პიტს რეკლამაში იღებენ

ინტერნეტსივრცეში იმის შესახებ საუბრობენ, თუ რა რეაქცია ჰქონდა ბრედს ანჯელინას მხრიდან ძალადობის ბრალდებაზე. ინსაიდერების თქმით, 57 წლის ბრედი შოკირებული და საოცრად დამწუხრებულია მსგავსი ბრალდების გამო.

„ბრედს უჭირს დაჯერება, რომ ანჯელინამ ეს იკადრა. ის აღიარებს, რომ ხშირად იყო ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ, თუმცა ოჯახურ ძალადობაზე საუბარი ზედმეტია. ბრედი თავს შვილებისგან უარყოფილად და დამცირელებულად გრძნობს“,– აცხადებს ინსაიდერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები