LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ყავისფერი ქურთუკი, გრძელი ქერა თმა და მოტოციკლი – 57 წლის ბრედ პიტს რეკლამაში იღებენ

160
40723884-0-image-a-118-1616269516259

ბოლო პერიოდში ბრედ პიტის შესახებ ბევრს საუბრობენ, ტაბლოიდები კვლავ სასამართლო პროცესს განიხილავენ, რომელიც უკვე 4 წელია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ანჯელინასა და პიტის 19 წლის ვაჟმა, მედოქსმა მამის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ანჯელინა მას ძალადობაში ადანაშაულებს.

მედოქსი ბრედ პიტის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს – ახალი დეტალები სასამართლო პროცესიდან

აღნიშნული ამბების შემდეგ, 57 წლის პიტი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. ის პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს. პიტს რეკლამაში იღებენ. თუ რისი რეკლამაა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფოტოებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინ საინტერესო სარეკლამო რგოლი გველოდება.

ბრედს ყავისფერი ქურთუკი ეცვა, ქერა თმა გაშლილი ჰქონდა და მოტოციკლზე იჯდა. 57 წლის ვარსკვლავი შეუდარებლად გამოყურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები