LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისა და შვილებს იტალიაში ჩააკითხა

13905
Untitledsdf

ბრედ პიტს ხშირად სურს შვილების ნახვა და ამიტომ ტყუპების, ნოქსისა და ვივიენის დაბადების დღეზე მათ იტალიაში ჩააკითხა, ამის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს. ნახა თუ არა ყოფილი ცოლი და შვილების დედა პიტმა, უცნობია.

აღსანიშნავია, რომ სწორედ იტალიაში, კერძოდ კი რომში მიმდინარეობს ჯოლის ახალი კინო-პროექტის, „სისხლის გარეშე“ გადაღებები, სადაც მთავარ როლში ანჯელინასთან ერთად, სელმა ჰაიეკი მონაწილეობს.

ეს ყველაფერი კი პიტი-ჯოლის დაუსრულებელი უთანხმოებისა და სასამართლო პროცესის ფონზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ანჯელინამ საფრანგეთში მდებარე ღვინის საწარმოს, „შატო მირაველის“ წილი რუს ოლიგარქს, იური შიფლერს მიჰყიდა და ამის შესახებ ბრედს არც დაეკითხა. 58 წლის პიტმა სასამართლოს მიმართა, სარჩელი ანჯელინას წინააღმდეგ შეიტანა და რუს ოლიგარქთან  ხელშეკრულების დაუყოვნებლივ გაწყვეტა მოითხოვა.

„ის მშვენიერია!“ – ბრედ პიტმა შაილოზე საუბრის დროს ცრემლები ვერ შეიკავა

ანჯელინა ჯოლისთან განშორების შემდეგ, ბრედ პიტი კვლავ შეყვარებულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები