LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლისთან განშორების შემდეგ, ბრედ პიტი კვლავ შეყვარებულია

2005
rrr

მას შემდეგ, რაც ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ერთმანეთს დაშორდნენ, ბრედს უამრავი რომანი მიაწერეს. საუბრობდნენ მის კავშირზე ნიკოლ პოტურალსკისთან, ალია შოკატთან, ინსაიდერები იმასაც აცხადებდნენ, რომ პიტი ყოფილ ცოლს, ჯენიფერ ენისტონს ხვდებოდა, სულ ცოტა ხნის წინ კი მედიის ყურადღების ცენტრში 58 წლის ბრედისა და მისი ახალი კოლეგის, 22 წლის ჯოი კინგსის ფლირტი მოექცა.

ბრედ პიტის ახალი ,,ქრაში” – 22 წლის ჯოი კინგს ჰოლივუდის ვარსკვლავი წამითაც არ სცილდება

ფოტო: სენსაცია – ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი 6 თვეა პარიზში ერთად ცხოვრობენ

და აი, ბოლოს და ბოლოს ანჯელინა ჯოლისთან განშორების შემდეგ, ბრედი კვლავ შეყვარებულია. სანდო წყარომ გამოცემა People-ს აცნობა, რომ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცის გული კვლავ დაკავებულია და ის ვიღაცას ხვდება. თუ ვინ არის ის გამორჩეული ქალბატონი, რომელმაც ბრედი მონუსხა, ჯერჯერობით არ სახელდება.

„ის ვიღაცას ხვდება, თუმცა ჯერჯერობით ეს ურთიერთობა სერიოზული არ არის“, – აცხადებს ინსაიდერი.

ფოტო: ბრედ პიტი ცნობილ შვედ მომღერალს ხვდება

ბრედი დაიწუნეს? – ალია შოკატი პიტთან რომანზე პირველად ალაპარაკდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები