LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედი დაიწუნეს? – ალია შოკატი პიტთან რომანზე პირველად ალაპარაკდა

2738
Untitleduyy

2020 წლის ყველაზე უცნაურ რომანად ბრედ პიტისა და ალია შოკატის ურთიერთობა არაერთხელ დასახელებულა. ისინი პაპარაცების ობიექტივში ბევრჯერ გამოჩნდნენ. მათი კავშირი პრესამ  „ბრმა სიყვარულად“ შერაცხა.

„ის მეზობლად ცხოვრობს და შესანიშნავ პიცას აკეთებს“ – ალია შოკატი ბრედ პიტის რეზიდენციასთან შენიშნეს

სიყვარულს კორონავირუსის არ ეშინია – ბრედ პიტი და ალია შოკატი ბურგერების რიგში

ორი წლის შემდეგ, დამწყები მსახიობი ოსკაროსან პიტთან რომანზე პირველად ალაპარაკდა. მისი განცხადებით, ბრედს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ საზოგადოება მათ მეგობრობას რომანად აღიქვამდა, ეს  შოკატმა ბრედს თავად უთხრა.

„ის ყვითელ პრესას არ ეცნობა, როდესაც მე ვუამბე ჩვენი რომანის შესახებ, მას გაეღიმა და პატიება მთხოვა, მითხრა, რომ როდესაც მასთან ურთიერთობ ეს ჩვეულებრივი რამაა. პაპარაცები  თავს არ მანებებდნენ ყველგან  დამყვებოდნენ და ფოტოებს მიღებდნენ. ჩემთვის უცნაურია რომანი ასაკით უფროს მამაკაცთან“, – აცხდებს 32 წლის შოკატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები