ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში ანჯელინა ჯოლის ანონიმური სარჩელის შინაარსი გავრცელდა, სადაც ის ყოფილ ქმარს, ბრედ პიტს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

„ლუდი გადაასხა, მაჯა დაუზიანა და უწმაწური სიტყვები უთხრა“ – ინტერნეტსივრცეში ანჯელინა ჯოლის ანონიმური ჩვენება გავრცელდა, რომლის თანახმადაც პიტმა ყოფილ ცოლზე იძალადა

ახლა კი ახალი დეტალები გამოიკვეთა. FBI-ს ანგრიშში, 2016 წელს განხორციელებული „საბედისწერო რეისის“ შესახებ წერია და ჯოლი-პიტის შეხლა-შემოხლისა და ხმამაღალი ჩხუბის დეტალებია აღწერილი.

როგორც ირკვევა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პიტი მეუღლეს და შვილებს ემუქრებოდა, ჯოლის ეუბნებოდა, რომ მან ოჯახი გაანადგურა და ასევე ყვიროდა, რომ მათი ერთ-ერთი შვილი საშინლად გამოიყურებოდა.  საუბარია მედოქსზე, რომელსაც, ჯოლის განცხადებით ბრედმა სიტყვიერთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„looked like a f**king Columbine kid“, – სწორედ ამ სიტყვებს ყვიროდა ბრედი, როდესაც ოჯახთან ერთად საფრანგეთიდან ლოს-ანჯელესისკენ მიემართებოდა.

მედოქსი ბრედ პიტის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს – ახალი დეტალები სასამართლო პროცესიდან

მამის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შემდეგ, 19 წლის მედოქსი კორეაში ბრუნდება

„მამის ასლია“ – ნოქსისა და ანჯელინას მორიგი სენსაციური გამოჩენა

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები