LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრიჯერტონმა“ 82 მილიონი ნახვით „ნეტფლიქსის“ ყველა რეკორდი მოხსნა

213
bridgerton-cast-1610118594

25 დეკემბერს „ნეტფლიქსმა“ ახალი სერიალი „ბრიჯერტონი“(Bridgerton) გამოუშვა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალმა სერიალმა წინასაახალწლოდ ყველა საშობაო ფილმი დაჩრდილა და მაყურებლების აღფრთოვანებაც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ სერიალზე  „სკანდალისა“ და „გრეის ანატომიის“ სცენარისტმა, შონდა რაიმსმა იმუშავა.

ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ  შოუმ „ნეტფლიქსის“ ყველა რეკორდი მოხსნა და პლატფორმის ყველაზე პოპულარული სერიალის ტიტულიც მოიპოვა.

სერიალი პრემიერიდან ოთხი კვირის განმავლობაში 82 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Regé-Jean Page (@regejean)

ცნობისთვის, წინა რეკორდი 2019 წელს გამოსულ „მხედვარს“ (The Witcher) ეკუთვნოდა, რომელმაც  76 მილიონი ნახვა დააგროვა. ეს შედეგი კი „ბრიჯერტონმა“ ექვსი მილიონით გააუმჯობესა.

აღსანიშნავია, რომ სერიალის მეორე სეზონის გადაღებები გაზაფხულზე გაიწყება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები