სემ ასგართან სკანდალური განქორწინებისა და დანებით შესრულებული შემაშფოთებელი ცეკვის შემდეგ, ბრიტნი სპირსი მორიგ ფოტოს ავრცელებს „ინსტაგრამზე“.
პოპ-პრინცესამ თავის მენეჯერთან, კეიდ ჰადსონთან დამაინტრიგებელი ფოტოები გაავრცელა, ერთ-ერთ ფოტოში კეიდი არტისტს ლოყაზე კოცნის. ბუნებრივია, ფოტოებმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრი ფიქრობს, რომ ბრიტნის მენეჯერთან რომანი აქვს და სწორედ ამ ფაქტმა იქონია დიდი გავლენა სემ ასგართან განქორწინებაზე.
„ცეკვა სამზარეულოს დანებით“ – ბრიტნი სპირსის უახლესი ცეკვის ვიდეომ მისი ფანების შეშფოთებას გამოიწვია
მანამდე ბრიტნის ირგვლივ არაერთი ჭორი გავრცელდა.
„ბრიტნი სპირსს მართლაც ჰქონდა ხანმოკლე რომანი შინამოსასმსახურესთან, თუმცა, როდესაც არტისტმა მისი კრიმინალური წარსულის შესახებ შეიტყო, მას სასწრაფოდ დაშორდა“, – ამის შესახებ დასავლური მედია წერს.
როდის დაიწყო ბრიტნისა და პოლ რიჩარდის რომანი, უცნობია, თუმცა პოპ-პრინცესას გარემოცვა აცხადებს, რომ სპირსს ქმრისთვის, სემ ასგარისთვის არ უღალატია.