LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცეკვა სამზარეულოს დანებით“ – ბრიტნი სპირსის უახლესი ცეკვის ვიდეომ მისი ფანების შეშფოთებას გამოიწვია

291
page

ბრიტნი სპირსმა სემ ასგართან სკანდალური განშორების ფონზე, „ინსტაგრამ“ გამომწერებს ცეკვის მორიგი ვიდეო გაუზიარა,  რომელმაც მისი გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია.

ბიკინიში გამოწყობილი პოპ-პრინცესა სამზარეულოს დანებით ხელში ენერგიულად ცეკვავს.

„დღეს მე სამზარეულოში დანებით თამაში დავიწყე, არ ინერვიულოთ, ეს არ არის ნამდვილი დანები“, – ასე დაამშვიდა არტისტმა საზოგადოება.

ბრიტნი სპირსმა სახლში საცეკვაო მოედანი მოაწყო და ფანები ახალი ვიდეოთი აღაშფოთა

„განქორწინებული ქალის ცეკვა“ – ბრიტნი სპირსი ახალ ვიდეოებს ავრცელებს

ცნობისთვის, დასავლური მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ ბრიტნიმ მეუღლეს შინამოსამსახურესთან უღალატა. სწორედ ეს გახდა, არტისტისა და ფიტნეს-ინსტრუქტორის განშორების მიზეზი. ასევე ირკვევა, რომ ბრიტნი ყოფილ ქმარს, სახლის ქირისთვის თვიურად 10 000 დოლარს უხდის.

„ბრიტნის რომანი შინამოსასმსახურესთან ჰქონდა, თუმცა, როდესაც არტისტმა მისი კრიმინალური წარსულის შესახებ შეიტყო, სასწრაფოდ დაშორდა“ – მედია

 

View this post on Instagram

 

A post shared by Maria River Red (@britneyspears)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები