სემ ასგართან სკანდალური განქორწინების ფონზე, პოპის პრინცესამ, ბრიტნი სპირსმა „ინსტაგრამზე“ მორიგი ვიდეოები გაავრცელა, რომლებშიც კვლავინდებურად ცეკვავს.
„მალე მარტო? ეს ძალიან მაგარია“, – ასე დაასათაურა 41 წლის არტისტმა ვიდეო.
„განქორწინებული ქალის ცეკვა“, „თავისუფალი ქალის ცეკვა“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, დასავლური მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ ბრიტნიმ მეუღლეს შინამოსამსახურესთან უღალატა. სწორედ ეს გახდა, არტისტისა და ფიტნეს-ინსტრუქტორის განშორების მიზეზი. ასევე ირკვევა, რომ ბრიტნი ყოფილ ქმარს, სახლის ქირისთვის თვიურად 10 000 დოლარს უხდის. წყვილმა სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით ორი კვირას უკვე მიმართა.
„ამასთან უღალატა ქმარს?“, „თავისუფლების ცეკვა“ – ბრიტნი სპირსის უახლესი ვიდეოები „ინსტაგრამიდან“
„ღალატის საზღაური“ – ბრიტნი სპირსი სემ ასგარს სახლის ქირისთვის 10 000 დოლარს უხდის