ბრიტნი სპირსისა და სემ ასგარის სკანდალური განშორების შემდეგ, მედიის ყურადღება არტისტის სოციალური ქსელისკენაა მიმართული. ბრიტნიც გამომწერებს ახლა ახალი ვიდეოებით ანებივრებს.
საზოგადოების ყურადღება ამჯერად მომღერლის უკანასკნელმა ვიდეოებმა მიიპყრო, სადაც ის ჩვეულ სტილში ცეკვავს, მასთან ერთად კი მედიისთვის უცნობი მამაკაცია აღბეჭდილი, რომელიც პოპ-პრინცესას ფეხზე კოცნის.
„არაადეკვატური ცეკვა“, „ამასთან უღალატა ქმარს?“ „ბრიტნი აშკარად კარგად არის“, „თავისუფლების ცეკვა“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, წყვილმა ახლახან სოციალურ ქსელში პოსტები გაავრცელა და განშორების შესახებ ისაუბრა.
„ყველამ იცით, რომ მე და სემი ერთად აღარ ვართ. 6 წელი ძალიან დიდი დროა, ასე რომ, ცოტა შოკში ვარ. პოსტს იმის ასახსნელად არ ვწერ, თუ რატომ მოხდა ასე, თუმცა ტკივილს ვეღარ გავუძელი. სიამოვნებით გამოვხატავდი ჩემს ცრემლებსა და ემოციებს იმის შესახებ, თუ რას ვგრძნობ სინამდვილეში, ადამიანი უპირობოდ უნდა გიყვარდეს და არა პირობებით. იმდენად ძლიერი ვიქნები, რამდენადაც ეს შემიძლია“, – წერს ბრიტნი „ინსტაგრამზე“.
„რა იყო მანამდე, ბრიტნიმ კაცად აქცია“ – ვრცელდება სემ ასგარის შოკისმომგვრელი ფოტოები