ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი, ანი ჯავახი, რომელიც საზოგადოებას „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ ახსოვს, „გრემის“ მფლობელი, ყველაზე ტრენდული ამერიკელი ქალი რეპერის, Cardi B-ის ოფიციალურ „ინსტაგრამზე“ გამოჩნდა. ქარდიმ სთორიში დადო ამონარიდი ვიდეოდან, სადაც ქართველი მოცეკვავე ორ პარტნიორთან ერთად ბრუნო მარსისა და ქარდი ბის ახალ სინგლზე Please Me ცეკვავს.

მანამდე ქარდიმ სხვა რამდენიმე საცეკვაო ნომერიც გააზიარა, რომელიც მის ახალ მეგაჰიტზეა შესრულებული.

ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეებისთვის ქარდი ბის კომპოზიციები ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მელოდიებია ახალი ქორეოგრაფიული მონახაზების შესაქმნელად.

ანი ჯავახს fortuna.ge ექსკლუზიურად დაუკავშირდა.

მოცეკვავე ბედნიერია, რომ ის მსოფლიო დონის ვარსკვლავმა შეამჩნია.

ანი ჯავახი:

დავდე ვიდეო და მოვნიშნე ქარდი ბი და ბრუნო მარსი. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ქარდი თავის „ინსტაგრამზე“ დადებდა ვიდეოდან ამონარიდს. რეპერტიციიდან გამოვედი, შესვენებაზე და ამ დროს გავიგე ეს ამბავი. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო და შოკში ჩავვარდი. რომ ვნახე, გადავყვირავდი (იცინის).

ქარდი ბი არის მსოფლიო დონის ვარსკვლავი. მით უმეტეს, ჩვენთვის, მოცეკვავეებისთვის, მისი ყველა სიმღერა მისაღებია. ჩვენი საყვარელი შემსრულებელია, მისი მუსიკა ცეკვასთან ასოცირდება.

ძალიან ბედნიერი ვარ!.. არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება.

ნინო მურღულია

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები