LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ჯავახი: „მშობიარობის დღესაც ექიმს რომ არ დავეტოვებინე, ჯერ რეპეტიციაზე მივდიოდი, შემდეგ კი გადაღებაზე…“

250
ანი ჯავახი

მოცეკვავე ანი ჯავახი ჟურნალ „თბილისელებს“ უმხელს, როგორ შეცვალა დედობამ მისი ცხოვრება:

„დემიენი არის ზუსტად ისეთი ბავშვი, როგორსაც ჩემს შვილს წარმოვიდგენდი. პირველ რიში, არის მოუსვენარი, ძალიან სასაცილო და ყველაზე საყვარელი. ჭამაზე და სიცილზე მეტად არაფერი უყვარს. პირველ რიში, წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა ყოფილიყო ეს სიყვარული, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ყველაფრის გასააზრებლად რამდენიმე თვე მაინც დამჭირდებოდა, მაგრამ თურმე, ძალიან ვცდებოდი – მეორე დღიდან ისე შემიყვარდა, გამაფრენინა. რაც შეეხება იმას, როგორი დედა ვარ, ყველა გაკვირვებულია, არავინ მოელოდა, რომ ასეთი დედა ვიქნებოდი. სამშობიაროს პერსონალიდან დაწყებული, ახლობლებით დამთავრებული, ყველა გაოცებული იყო და არის.

რეპეტიციებს მშობიარობიდან ზუსტად ერთ კვირაში დავუბრუნდი, თან, ჩვეულ რეჟიმში, რადგან უმარტივესი მშობიარობა მქონდა. ჩემთვის სწორედ ეს პროცესი დარჩა საუკეთესო მოგონებად, რომელზე ლაპარაკითაც არასდროს დავიღლები. უმარტივესად ვუმკლავდები ყველაფერს.

მთელი ცხრა თვე დატვირთული ვიყავი, ვიცოდი, რომ მარტივი ორსულობა მექნებოდა და ასეც მოხდა. მშობიარობის დღესაც ექიმს რომ არ დავეტოვებინე, ჯერ რეპეტიციაზე მივდიოდი, შემდეგ კი გადაღებაზე (იცინის)“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები