ბევრ სათამაშო სტუდიას განუცხადებია, რომ PS4-მა თავისი თავი ამოწურა, კომპანია Sony Interactive Entertainment-ის დირექტორმა, ჯონ კოდერმა კი, მორიგი თაობის მოწყობილობის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, კომპანია მომავალ წლებში PlayStation 4 განსხვავებულ მოდიფიკაციებსა და ვერსიებში გამოვა, ამასთან ეს პროცესი 2021 წლის მარტამდე გაგრძელდება. მხოლოდ ამ თარიღის შემდეგ შეიძლება გაქრეს მოწყობილობა გაყიდვებიდან.