LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Deezer-მა ახალი აპლიკაცია გამოუშვა (ფოტო)

The music streaming services Deezer's logo is pictured at the compagny headquarters, in Paris, France, Monday, Nov. 9, 2015. (AP Photo/Thibault Camus)

Deezer-მა ახალი აპლიკაცია წარმოადგინა, რომლის საშუალებით მომხმარებელი 30 ათასამდე რადიოსადგურის უფასოდ მოსმენას შეძლებს. Radio by Deezer – ასე ჰქვია სიხალეს, რომელიც ამ დროისთვის მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, Android-ზეა ხელმისაწვდომი.

მუსიკალური სტრიმინგ სერვისის წარმომადგენლების თქმით, სიახლე რადიოსადგურების მოსმენის პარალელურად მომხმარებელს დამატებით სერვისსაც სთავაზობს. ნებისმიერი სიმღერა, რომელსაც მომხმარებელი მოიწონებს, აპლიკაციის ბიბლიოთეკაში შეინახება და მისი განმეორებით მოსმენა მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ანალოგიური სერვისი მომხმარებელს iHeartRadio-მ, Pandora-მ და სხვებმა შესთავაზეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები