LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევა კასელმა ახალი ფოტოსესიით მსოფლიო აალაპარაკა

192
page

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 18 წლის ქალიშვილი აგრძელებს საზოგადოების გაოცებას და გლამურული გამოცემებისთვის გადაღებას. ამჯერად მან The Glass Magazine-ის გარეკანი დაამშვენა და არაერთი შთამბეჭდავი „ლუქი“ მოირგო. ის „დიორის“ ტანისამოსით პოზირებდა.

ამჯერად მისი სტილი იყო ავანგარდული, მოდელს ამშვენებდა წინამო, ეცვა ტყავის კორსეტი და მაქმანებიანი ქვედაბოლო, რომელშიც უბრალოდ შეუდარებლად გამოიყურებოდა.

მას შემდეგ, რაც დევა კასელი სამოდელო ბიზნესში გამოჩნდა, ტაბლოიდებს ერთი მთავარი შეკითხვა აწუხებს, ხომ არ აპირებს ის მშობლების კვალზე წასვლას და კინოინდუსტრიაში ჩართვას. სწორედ აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა დევამ ინტერვიუში.

„ვფიქრობ, რომ ძალიან  მოეწონება მსახიობობა, თუმცა ვიცი, ეს საოცრად რთული საქმეა, რომელსაც დიდი დრო და გარჯა სჭირდება, სხვათა შორის, მომწონს ის ფაქტი, რომ ჩემს მშობლებს ჩემთვის არასდროს უკითხავთ, მინდა თუ არა მსახიობობა. ისინი მეუბნებოდნენ, რომ როცა გავიზრდებოდი, მე იმ პროფესიას ავირჩევდი, რომელიც მომესურვებოდა, ამიტომაა ახალ ჩემი საქმიანობა ასეთი  მრავალფეროვანი“, – აცხადებს გოგონა.

დაჩრდილა თუ არა 18 წლის დევამ საკუთარი დედა? – ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის ქალიშვილმა „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაზე გაიბრწყინა

მონიკა ბელუჩის 18 წლის ქალიშვილი დევა კასელი „კარტიეს“ სამკაულსა და ,,დიორის” კაბებში ბრწყინავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები