34 წლის მსახიობი და რეჟისორი, ელენ/ელიოტ პეიჯი მამაკაცს სულ უფრო და უფრო ემსგავსება. მან რამდენიმე თვის წინ მკერდის მოკვეთის ოპერაცია გაიკეთა და ახლა მაქსიმალურად ცდილობს ფორმაში ჩადგომას. ის ინტენსიურად ვარჯიშობს და შედეგიც თვალსაჩინოა.
მკერდის მოკვეთის შემდეგ ელიოტ პეიჯი პირველად გამოჩნდა – მსახიობი პოსტს ავრცელებს
ელიოტმა 5,6 მილიონ „ინსტაგრამ გამომწერეს“ უახლესი ფოტო გაუზიარა, სადაც მუცლის პრესს უწევს დემონსტრირებას. ფოტომ მოკლე დროში მილიონ მოწონებაზე მეტი დააგროვა.