ბრიტნი სპირსის მემუარები „ქალი ჩემში“ გამოვიდა და პოპის პრინცესა კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია. ჯასტინ ტიმბერლეიკთან დრამატული რომანის გახსენების შემდეგ, ბრიტნი მსახიობთან, კოლინ ფარელთან სასიყვარულო კავშირზე ალაპარაკდა და პიკანტური დეტალებიც გააჟღერა.
„ჩვენ საოცრად ვნებიანი რომანი გვქონდა. ერთმანეთს თავს ვესხმოდით და საწოლში ნამდვილ ორთაბრძოლებს ვმართავდით“, – აცხადებს არტისტი.
ცნობისთვის, ბრიტნიმ და კოლინმა ერთმანეთი საერთო მეგობრის საშუალებით გაიცნეს. მათი რომანი სულ რაღაც ერთ თვეს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ფარელი სპირსთან კავშირს კატეგორიულად უარყოფდა და მას უბრალოდ „კარგ გოგონას“ უწოდებდა.
„მას არ უნდოდა შვილი“ – ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო