LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსი ყვება, თუ რა ვითარებაში უღალატა ჯასტინ ტიმბერლეიკს და მას ორ ვარსკვლავთან ღალატში ამხელს

250
page

მედიის ყურადღება ახლა ბრიტნი სპირსის მემუარებისკენაა მიმართული. არტისტმა უკვე გააჟღერა სკანდალური ფაქტი,  ის აცხადებს, რომ 20 წლის წინ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო, თუმცა, ჯასტინს არ სურდა შვილი, ამიტომ მან ორსულობა შეწყვიტა.

ბრიტნი სპირსმა სიმღერა Everytime არ დაბადებულ შვილს მიუძღვნა – ემოციური ვიდეო ხმის ჩამწერი სტუდიიდან

„მას არ უნდოდა შვილი“ – ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო

ამჯერად კი ვრცელდება კიდევ ერთი მონაკვეთი, რომელშიც სპირსი ჯასტინს ორ ვარსკვლავთან ღალატში ამხელს და აგრეთვე საკუთარი „ღალატის“ ფაქტს იხსენებს.

„მე, მრავალი წლის განმავლობაში, ჯასტინის ერთგული ვიყავი. მხოლოდ ერთხელ მოხდა რაღაც… მე და უეიდ რობსონი ესპანურ ბარში წავედით, იქ მთელი ღამე ვცეკვავდით, უეცრად ერთმანეთს ვაკოცეთ. მე ეს ფაქტი მე ჯასტინს ვუამბე, მან კი მე მაპატია“, – ამბობს ბრიტნი.

აგრეთვე არტისტი აცხადებს, რომ ჯასტინმა მას ორ ცნობილ ქალბატონთან უღალატა, თუმცა, მათ ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებს.

შეგახსენებთ, წყვილი 1999 წლიდან 2002 წლამდე ხვდებოდა ერთმანეთს. განშორების ინიციატორი ჯასტინი გახლდათ, ის ირწმუნებოდა, რომ ბრიტნი მას ღალატობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები