LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს უკვე ძალიან შემაშფოთებელია“ – ბრიტნი სპირსი ქორწინების ბეჭდის გარეშე და ხელში უზარმაზარი სათამაშო დათვებით – პოპის პრინცესა ჰავაიდან ბრუნდება

196
page

რამდენიმე კვირის წინ, ბრიტნი სპირსი ჰავაიზე მარტო, ქმრის გარეშე გაემგზავრა. მედიის ცნობით, წყვილს პრობლემები აქვს. პაპარაცებმა 41 წლის ბრიტნი და 28 წლის სემი ქორწინების ბეჭდების გარეშე გადაიღეს. ქმართან, სემ ასგართან უთანხმოების ფონზე ბრიტნი სათამაშო დათვით გადაადგილდება და მას ხელიდან არ უშვებს.

ბრიტნი ჰავაიზე მარტო გაიქცა – ქმართან პრობლემების ფონზე, სპირსი სათამაშო დათვით გადაადგილდება

სულ ცოტა ხნის წინ კი ის ლოს-ანჯელესის აეროპორტში გადაიღეს. პოპის პრინცესა ჰავაიდან დაბრუნდა. მას ახლა უკვე ხელში ორი, დიდი ზომის სათამაშო დათვი ეჭირა. მინი, გულებიან კაბაში გამოწყობილ არტისტს ქორწინების ბეჭედი არ ეკეთა.

„ეს უკვე ძალიან შემაშფოთებელია“, „სათამაშოები უკვე ზომაში გაზარდა“, „რა სათამაშო იქნება შემდეგი“, – წერენ კომენტარებში.

„შორტი ძვრება“ – ბრიტნი ცეკვის მორიგ ვიდეოს ავრცელებს და ფანების შეშფოთებას იწვევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები