ბრიტნი სპირსის ყოფილი მეუღლე, მსახიობი და ფიტნეს ტრენერი, სემ ასგარი აცხადებს, რომ მომღერალი წლების განმავლობაში მის გარშემო მყოფი ადამიანების მხრიდან „ჩაგვრას“ განიცდიდა. ამის შესახებ მან პირს მორგანის გადაცემაში საუბრისას განაცხადა.
32 წლის ასგარი გადაცემაში ძირითადად ამერიკისა და ირანის ურთიერთობებსა და ირანში ქალთა უფლებების საკითხზე საუბრობდა, თუმცა საუბრისას შეეხო ყოფილი მეუღლის მდგომარეობასაც.
„ირანში გაზრდილი ადამიანს კარგად მესმის, რას ნიშნავს, როცა ქალები ჩაგვრას განიცდიან. არ ვადარებ ამ სიტუაციებს, მაგრამ ბრიტნის ცხოვრებაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენდნენ და საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, მას ბრიტნის ცხოვრების რთული პერიოდები კარგად ახსოვს.
„ვხედავდი, რასთან უწევდა ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მხოლოდ ერთი წელი ვიყავით დაქორწინებული, შვიდი წელი ერთად გავატარეთ და მის მიმართ ჩემი პატივისცემა მარადიული დარჩება“, – აღნიშნა მან.
მან ასევე დაამატა, რომ სპირსს ახლა ყველაზე მეტად პირადი სივრცე სჭირდება.
„ყველა უშვებს შეცდომებს. თუ მანაც დაუშვა შეცდომა, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძლიერი ქალია და შეძლებს ამ ყველაფრის გადალახვას“.
ბრიტნი სპირსის ავტომობილში საეჭვო ნივთიერებები აღმოაჩინეს – ცნობილია არტისტის ვაჟების რეაქცია
როგორც ცნობილია, პოპ-ვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის დაკავების შემდეგ, სამართალდამცავებმა მის ავტომობილში უცნობი ნივთიერებები აღმოაჩინეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიცია მის სახლში 14-ჯერ გამოიძახეს.
შეგახსენებთ, წყვილი 2023 წლის აგვისტოში დაშორდა ერთმანეთს, მათი ქორწინება 14 თვე გაგრძელდა, თუმცა წყვილი მთლიანობაში შვიდი წლის განმავლობაში იყო ერთად.
ბრიტნი სპირსის დრამატული დაკავება – 911-ის ჩანაწერი ერთსაათიან დევნას ასახავს

