LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „500 000 დოლარი მას, ვინც ძაღლებს დამიბრუნებს“, – ლედი გაგა ძაღლების გატაცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

97
39819850-0-image-a-41-1614380074580

რამდენიმე დღის წინ, ორმა შეიარაღებულმა პირმა ლედი გაგას ძაღლები გაიტაცა, მისი თანაშემწე რაიან ფიშერი კი, რომელიც ფრანგულ ბულდოგებს ასეირნებდა, მკერდში დაჭრა, მდგომარეობა სტაბილურია, ის ცოცხალია.

ლედი გაგას ძაღლები გაიტაცეს, მისი თანაშემწე კი დაჭრეს – თავდასხმის ვიდეო

აღსანიშნავია, რომ  გაგა, იმ დროისთვის რომში, „გუჩის“ გადაღებებზე იმყოფებოდა. არტისტი მზადაა, ძაღლების დაბრუნების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადოს.

ცნობისთვის, ორი ძაღლი, კოჯი და გუსტავი გაიტაცეს, მესამე ბულდოგმა, აზიამ კი გაქცევა მოახერხა, ის მოგვიანებით პოლიციამ იპოვა.

ახლახანს გაგა ძაღლების გატაცებას გამოეხმაურა და „ინსტაგრამზე“ პოსტი გაავრცელა.

„ჩემი საყვარელი ძაღლები გაიტაცეს, ამის გამო გული საშინლად მტკივა, ვლოცულობ, რომ ჩემი ოჯახი კვლავ გაერთიანდეს. მე მათ უსაფრთხო დაბრუნებაში 500 000 დოლარს გადავიხდი“.

არტისტმა დაჭრილ თანაშემწესაც მიმართა და მას მადლობა გადაუხადა:

„მე შენ მიყვარხარ რაიან ფიშერ, შენ საკუთარი სიცოცხლე გარისკე ჩვენი ოჯახის გადასარჩენად, შენ ჩემთვის მარადიული გმირი ხარ“, – წერს ვარსკვლავი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Lady Gaga (@ladygaga)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები