LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგას ძაღლები გაიტაცეს, მისი თანაშემწე კი დაჭრეს – თავდასხმის ვიდეო

532
39775070-0-image-a-66-1614284939747

ლედი გაგასთვის რთული დღე გათენდა, მისი თანაშემწისთვის კი საბედისწერო. ორმა შეიარაღებულმა პირმა ვარსკვლავის ძაღლები გაიტაცა, მისი თანაშემწე კი, რომელიც ფრანგულ ბულდოგებს ასეირნებდა, მკერდში დაჭრა, მდგომარეობა სტაბილურია, ის ცოცხალია.

თავდასხმა სათვალთვალო ვიდეოკამერამ აღბეჭდა. შემთხვევა ჰოლივუდში, ღამით  მოხდა. არტისტის ერთმა ძაღლმა გაქცევა შეძლო, ის უკვე პატრონთანაა.

ლედი გაგა განრისხებულია, ის ოთხფეხა მეგობრების დასაბრუნებლად გასამრჯელოს, 500 000 დოლარის ოდენობით  აწესებს.

ტაბლოიდები აცხადებენ, რომ გაგას განცხადებამ და დაწესებულმა თანხამ სასჯელაღსრულების სისტემა დიდი კითხვის ქვეშ დააყენა, სხვა კრიმინალებს  კი გზა გაუხსნა. სხვა დეტალები ჯერჯერიობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები