ამერიკელი დიჯეი, მსახიობი და პროდიუსერი, ქუინსი ბრაუნი, რომელიც კიმ პორტერისა და ალ ბი შუარის ვაჟია, ცნობილმა რეპერმა, შონ დიდი კომბსმა, ანუ პაფ დედიმ გაზარდა და მისი შვილობილია.
ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, ქუინსი საუბრობს იმის შესახებ, რომ ჰყავს მეგობარი საქართველოდან, მალიბუ ტუღუში, რომელთან ერთადაც სიმღერა ჩაწერა.
„მე მყავს მეგობარი საქართველოდან, რომელიც შესანიშნავი არტისტია. ის ქალაქში იყო და კონცერტი ჰქონდა. ვუთხარი, გახსოვს, რომ გეუბნებოდი, ჰაუსის კლუბურ ალბომზე ვმუშაობ-მეთქი. ამოდი ჩემთან სტუდიაში, გავაკეთოთ რამე-მეთქი. და აი, ეს სიმღერა გავაკეთეთ, რომელსაც ზაფხულში გამოვუშვებთ…“, ამბობს ქუინსი ბრაუნი და სიმღერიდან ნაწყვეტს გვასმენინებს.
