LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი ეს გარდასახვა მხოლოდ დასაწყისია“ – თინეიჯერული ფილმების ვარსკვლავი, ამანდა ბაინსი გვიბრუნდება

929
page

თინეიჯერული ფილმების ვარსკვლავი, ამანდა ბაინსი კვლავ მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, ამჯერად შთამბეჭდავი გარდასახვის გამო.

მსახიობი ოთხშაბათს ლოს-ანჯელესში განახლებული იმიჯით გამოჩნდა. განსაკუთრებული ყურადღება მისმა წონაში კლებამ მიიპყრო.

ვარსკვლავი მას შემდეგ გადაიღეს, რაც მან თავად გაამხილა, რომ წონაში „ოზემპიკის“ დახმარებით თითქმის 13 კგ დაიკლო.

„ამანდა ყოველ კვირას აგრძელებს წონაში კლებას, რაც აშკარად შესამჩნევია. მისი ეს გარდასახვა მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა წყარო.

ამანდა ბაინსი ვიდეოს ავრცელებს და საზოგადოებას კვლავ შოკში აგდებს

შეგახსენებთ, ორი წლის წინ ამანდა ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. მსახიობის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ის ლოს-ანჯელესის ქუჩებში, შიშველი შენიშნეს. მედიის ცნობით, ის ახლაც ხშირად სტუმრობს ფსიქოთერაპევტის კაბინეტს.

ფოტო/ვიდეო: თინეიჯერული ფილმების ვარსკვლავის რადიკალური გარდაქმნა – ამანდა ბაინსის უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები