LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 51 წლის რენე ზელვეგერი BAFTA-ს დაჯილდოებაზე „არმანის“ვერცხლისფერ კაბაში ბრწყინავდა

661
page

ლოს-ანჯელესში ბრიტანეთის „კინოსა და ტელეხელოვნების აკადემიის“, BAFTA-ს დაჯილდოების 74-ე ცერემონია გაიმართა. დაჯილდოება პანდემიის გამო ონლაინფორმატში ჩატარდა.

წლევანდელი დაჯილდოების მთავარი გმირი 83 წლის ენტონი ჰოპკინსი გახდა, ფილმით „მამა“. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული მსახიობი აღნიშნული მიღწევით ისტორიაში შევიდა,  როგორც BAFTA-ს ყველაზე უხუცესი გამარჯვებული.

ენტონი ჰოპკინსი ისტორიაში შევიდა, როგორც BAFTA-ს ყველაზე უხუცესი ნომინანტი – BAFTA 2021-ის გამარჯვებულები
ფოტო: პრიანკა ჩოპრა, ტომ ჰიდლსტონი, რენე ზელვეგერი და ჰიუ გრანტი – ვარსკვლავები BAFTA-ს დაჯილდოების 74-ე ცერემონიაზე

ენტონი ჰოპკინსის გამარჯვების შესახებ ინფორმაცია რენე ზელვეგერმა გააჟღერა. ის საოცრად გამოიყურებოდა და თავისი „ლუქით“ საზოგადოების გამორჩეული ყურადღებაც დაიმსახურა.

51 წლის რენეს სხეულზე მომდგარი, ვერცხლისფერი „არმანის“ კაბა ამშვენებდა, რომელსაც ხორცისფერი კლასიკური ფეხსაცმელი შეუხამა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები