LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი ჰოპკინსი ისტორიაში შევიდა, როგორც BAFTA-ს ყველაზე უხუცესი ნომინანტი – BAFTA 2021-ის გამარჯვებულები

146
41627674-0-image-a-149-1618180028744

ბრიტანეთის „კინოსა და ტელეხელოვნების აკადემიის“, BAFTA-ს დაჯილდოების 74-ე ცერემონია გაიმართა. დაჯილდოება პანდემიის გამო ონლაინფორმატში ჩატარდა.

ოთხ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებული  ნომადლენდი გახდა,  ქლოი ჟაო კი „საუკეთესო რეჟისორად“ დასახელდა. „საუკეთესო მსახიობი ქალის“ ტიტული  ფრენსის მაკდორმანდს ერგო.

მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესო შემსრულებლებად დანიელ კალუია („იუდა და შავი მესია“) და იუნ იო-ჯონი („მინარი“) დაასახელეს. „საუკეთესო ანიმაციური ფილმის“ კატეგორიაში გამარჯვება „პიქსარის“ ნამუშევარმა, „პრენიმ მოიპოვა.

„საუკეთესო მსახიობი კაცის“ კატეგორიაში ენტონი ჰოპკინსმა გაიმარჯვა, ფილმით „მამა“. ფილმმა ასევე  „საუკეთესო ადაპტირებული სცენარის“  სტატუსიც მოიპოვა.  აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული მსახიობი აღნიშნული მიღწევით ისტორიაში შევიდა,  როგორც BAFTA-ს ყველაზე უხუცესი ნომინანტი.

ცნობისთვის, გასულ თვეს „ოსკარის“ რიგით 93-ე ცერემონიალის ნომინანტები ცნობილია. 83 წლის ენტონი ჰოპკინსი ამავე ფილმით ისტორიაში შევიდა, როგორც უხუცესი ადამიანი, რომელიც „ოსკარზე“ „საუკეთესო მამაკაცის როლის“  კატეგორიაში წარადგინეს. დაჯილდოვების ცერემონია 25 აპრილს გაიმართება.

83 წლის ენტონი ჰოპკინსი ისტორიაში შევიდა, როგორც „ოსკარის“ ყველაზე უხუცესი ნომინანტი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები