LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „79 წლის მაკკარტნი 78 წლის ჯაგერს ეჯიბრება“ – პოლი ახალგაზრდა ცოლთან ერთად სანაპიროზე ნებივრობს

248
page

„ბითლზი“ თუ „როლინგ სტოუნზი“? – ეს მარადიული პასუხგაუცემელი შეკითხვაა. ბუნებრივია, ერთ პერიოდში მოღვაწე ლეგენდარული ჯგუფები არაერთხელ შეუდარებიათ. როგორც ჩანს, მათ სოლისტებს კონკურენცია წლების მანძილზე მოჰყვებათ.  საუბარია პოლ მაკკარტნისა და მიკ ჯაგერზე. გულშემატკივრები მათ ქცევას შეჯიბრებად აფასებენ.

ფოტო: 78 წლის მიკ ჯაგერმა 34 წლის მეგობარი გოგონა გამოაჩინა

პოლი 79 წლისაა, მიკი კი 78 წლის, ორივეს  ახალგაზრდა პარტნიორები ჰყავთ და თავადაც შესანიშნავად გრძნობენ თავს. როკ-ლეგენდები საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ და საყვარელ ქალბატონებთან ერთად ხშირად სეირნობენ სანაპიროზე.

78 წლის პოლ მაკკარტნი შესანიშნავ სპორტულ ფორმაშია – პაპარაცული ფოტოები

ამჯერად პოლი სენტ-ბარსის სანაპიროზე, 62 წლის ნენსი შეველთან ერთად გადაიღეს. მაკკარტნი ტალღებში საოცრად ენერგიულად დაცურავდა. მას  ლურჯი  საცურაო კოსტიუმი ეცვა, საოცრად გამოიყურებოდა მისი მესამე ცოლი, ნენსის შავი, სხეულზე მომდგარი ორეული ამშვენებდა.

78 წლის პოლ მაკკარტნი კიკინით და რომანტიკული დილა მეუღლესთან – პაპარაცული ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები