ბენ აფლეკსა და მეთ დეიმონს თანამშრომლობის გარდა, მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ.  გასულ უქმეებზე მეგობრებს ორმაგი პაემანი ჰქონდათ. პაპარაცების ობიექტივში ბენ აფლეკი და მისი შეყვარებული, ანა დე არმასი მოექცნენ, მათთან ერთად  სანაპიროზე მეთ დეიმონი და მისი მეუღლე, ლუჩანა ბაროზო იმყოფებოდნენ.

წყვილები დროს მალიბუს სანაპიროზე ატარებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბენი და ანა მარტოები არ იყვნენ, ისინი მაინც განცალკევებულად დასეირნოდნენ და ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ  47 წლის აფლეკისა და 32 წლის არმასის რომანი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და უკვე სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა. ბენ აფლეკმა ახალი რჩეული ანა დე არმასი დედას და ქალიშვილს გააცნო.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები