გასულ კვირას, ინფორმაცია გავრცელდა, რომ ელონ მასკი მამა მერვედ გახდა. მასა და მის ყოფილ შეყვარებულს, გრაიმსს სუროგატი დედის მეშვეობით ქალიშვილი შეეძინა. აღსანიშნავია, რომ წყვილი რამდენიმე თვის წინ დაშორდა ერთმანეთს. ახლა ელონი მსახიობ, ნატაშა ბასეტს ხვდება.
განშორების მიუხედავად, ელონ მასკი და გრაიმსი მშობლები მეორედ გახდნენ – ეს მილიარდერის მე-8 შვილია
ამ დრომდე მილიარდერისა და მომღერლის განშორების მიზეზი უცნობი იყო, ახლა კი ირკვევა, რომ გრაიმსმა მასკს ცნობილ ტრანსგენდერ, ჩელსი მენინგთან უღალატა. ინსაიდერმა Page Six-თან განაცხადა, რომ მათ უკვე საკმაოდ სერიოზული ურთიერთობს აქვთ, ისინი უკვე ერთად ცხოვრობენ.