LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის სიმულაციაა“ – ილონ მასკი მიიჩნევს, რომ მისი ყოფილი ცოლი, გრაიმსი სამყაროში ყველაზე სრულყოფილი ქალია

216
Untitled.pngsffsf

BBC-ზე ილონ მასკის ბიოგრაფიული ფილმი, „ილონ მასკის შოუ“ გავიდა. ფილმის ბოლოს გაჟღერდა ინფორმაცია მასკის ყოფილი ცოლის, გრაიმსის შესახებ. როგორც ირკვევა, მილიარდერი მასკი მიიჩნევს, რომ ის სამყაროში ყველაზე სრულყოფილი ქალია და სწორედ მისთვისაა შექმნილი. მეტიც, ილონს ჰგონია, რომ გრაიმსი, რომლის ნამდვილი სახელიც კლერ ბუშეა, სიმულაციაა. აღნიშნულ თეორიას ეთანხმება თავად ეპატაჟური მუსიკოსიც.

„დიახ ეს ყველაფერი უცნაურად ჟღერს, მაგრამ გრაიმსი ამას ეთანხმება და თავს ილონ მასკის მიერ შექმნილ სიმულაციად მიიჩნევს, რომელიც მილიარდერმა მხოლოდ საკუთარი თავისთვის შექმნა“, – აცხადებს Vanity Fair-ის ჟურნალისტი, დევინ გორდონი.

ცნობისთვის, ილონსა და გრაიმსს ორი შვილი ჰყავთ. მათ ქალიშვილს Exa Dark Sideræl, ან უბრალოდ Y ჰქვია, ვაჟს კი X Æ A-12.

ილონ მასკი ყოფილ ცოლს „ელფის“ ყურების ოპერაციის გაკეთების უფლებას არ აძლევს – ექს-წყვილმა კომენტარებში იკამათა

ილონ მასკის ყოფილი ცოლი, გრაიმსი სრულიად გაშიშვლდა – ნახეთ უახლესი ფუტურისტული ფოტოსესია

განშორების მიუხედავად, ელონ მასკი და გრაიმსი მშობლები მეორედ გახდნენ – ეს მილიარდერის მე-8 შვილია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები