LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი ყოფილ ცოლს „ელფის“ ყურების ოპერაციის გაკეთების უფლებას არ აძლევს – ექს-წყვილმა კომენტარებში იკამათა

1012
page

ილონ მასკი და ეპატაჟური მომღერალი, გრაიმსი ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა დაშორდნენ. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს, რომლებიც სუროგატი დედის საშუალებით შეეძინათ. როგორც ჩანს, მილიარდერი მასკი ყოფილ ცოლს ახლაც ძალიან უფრთხილდება და მასზე ზრუნავს.

ახლახან გრაიმსმა სოც.ქსელში სურვილი გამოთქვა, რომ მას „ელფის“ყურების ოპერაციის გაკეთება სურს, თუმცა მაინც შიშობს, რომ ოპერაციამ შესაძლოა მის სმენაზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს.

პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე მას ილონი გამოეხმაურა, მისი კომენტარი ლაკონიური და კატეგორიული იყო.

„ამ ოპერაციას გაცილებით მეტი გვერდითი მოვლენა აქვს, ვიდრე დადებითი ეფექტი“, – წერს მასკი.

ცნობისთვის, რამდენიმე წლის წინ გრაიმსმა თვალის ბადურაზე ექსპერიმენტული ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ის ცისფერ ფერს ვეღარ აღიქვამს, ამის გამო არტისტი დეპრესიაშიც კი ჩავარდა.

ვნახოთ, გაიკეთებს თუ არა მასკის ყოფილი ცოლი „ელფის“ ყურების სარისკო ოპერაციას, თუმცა წყვილისგან, რომელმაც პირველ შვილს X Æ A-12, ხოლო მეორეს, Exa Dark Sideræl დაარქვა, არაფერი უნდა გაგვიკვირდეს.

ილონ მასკის ყოფილი ცოლი, გრაიმსი სრულიად გაშიშვლდა – ნახეთ უახლესი ფუტურისტული ფოტოსესია

განშორების მიუხედავად, ელონ მასკი და გრაიმსი მშობლები მეორედ გახდნენ – ეს მილიარდერის მე-8 შვილია 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები