ბენ აფლეკი ჯეი ლოსთან განახლებული ურთიერთობის შემდეგ პირველ სკანდალში ეხვევა. ცნობილი ამერიკელი უძრავი ქონების აგენტი, ემმა ერნანი ირწმუნება, რომ ბენი და ის გაცნობის საიტზე ერთმანეთს აქტიურად წერდნენ. მისი თქმით, ეს ხდებოდა 2019 წელს.
„ჩვენ ერთმანეთი გაცნობის საიტმა დაგვაკავშირა, ის მე აქტიურად მწერდა“, – აცხადებს 30 წლის ქერათმიანი ლამაზმანი.
ცოტა ხნის წინ აღნიშნულ განცხადებას, 49 წლის აფლეკის წარმომადგენელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბენი გაცნობის საიტებს მრავალი წელია არ სწვევია.
ვნებათაღელვა ავტომობილში – „ბენიფერი“ ნიშნობის შემდეგ გათამამდა
ფოტო: „შიშველი ვიყავი“ – ჯეი ლო დეტალურად ყვება, როგორ სთხოვა მას ხელი ბენ აფლეკმა