LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯენიფერ ენისტონი და ადამ სენდლერი კვლავ ერთად – მსახიობები ჰავაიზე გადაიღეს

4531
Untitledfdfdd

ჯენიფერ ენისტონისა და ადამ სენდლერის მონაწილეობით, ფილმი „იდუმალი მკვლელობა“ ჩვენ 2019 წელს ვიხილეთ, ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ჰავაიზე ფილმის მეორე ნაწილს იღებენ.

პაპარაცებმა ჯენიფერი და ადამი ჰავაიზე, ულამაზეს ადგილას გადაიღეს. ჯენიფერს გრძელი ქვედაბოლო და მწვანე ზედა ამშვენებდა, ადამს კი ცისფერი მაისური და ნაცრისფერი შარვალი ეცვა.

შეგახსენებთ, პირველი ფილმი, რომელიც რამდენიმე  ჟანრს, მძაფრსიუჟეტიანს, დრამას, კომედიასა, მელოდრამას აერთიანებს, მილიონერის იახტაზე მყოფი ადამიანების შესახებ გვიამბობს, სადაც მომხდარი მკვლელობის გამო, ადამისა და ჯენიფერის გმირები ეჭვმიტანილები აღმოჩნდებიან.

„დედობა გვიან არასდროს არის“ – 52 წლის ჯენიფერ ენისტონის თვალწარმტაცი ფოტოსესია და გულწრფელი ინტერვიუ

ადამ სენდლერის აქტიური ვარჯიში თვითიზოლაციაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები