ერთი თვის წინ, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 15 წლის ქალიშვილი „მარადიულების“ პირველ პრემიერაზე რადიკალურად განსხვავებული იმიჯით გამოჩნდა. მან არაერთი კაბა მოირგო და ნაზი, დახვეწილი „ლუქით“ საზოგადოების აღფრთოვანებაც დაიმსახურა.
ფოტო: მსუბუქი მაკიაჟი და დახვეწილი იმიჯი – 15 წლის შაილომ წითელ ხალიჩაზე დედის კაბით გაიბრწყინა
თუმცა, როგორც ჩანს, გოგონას მობეზრდა მისთვის უჩვეულო სტილის მორგება და კვლავ ძველ ჩაცმულობას დაუბრუნდა. ახლახან ლოს-ანჯელესში ფილმის მორიგი პრემიერა გაიმართა. 15 წლის თინეიჯერი წითელ ხალიჩაზე ყოველდღიურ ტანისამოსში გამოჩნდა, მას შავი ჰუდი და H&M-ის დახეული ჯინსის შარვალი ამშვენებდა.
ფოტო: დედას ჰგავს თუ მამას? – 15 წლის შაილო პიტი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავს