LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მსუბუქი მაკიაჟი და დახვეწილი იმიჯი – 15 წლის შაილომ წითელ ხალიჩაზე დედის კაბით გაიბრწყინა

22900
Untitledwwwww

მიმდინარე კვირა ანჯელინა ჯოლი და მისი შვილები მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში არიან. მსახიობი „მარველის“ „მარადიულების“ პრემიერაზე არაერთხელ გამოჩნდა და თავისი სილამაზით ყველა დაჩრდილა. პაპარაცების ობიექტივში ანჯელინასა და ბრედ პიტის 15 წლის ქალიშვილი, შაილო ბევრჯერ მოხვდა. მან ნაზი, დახვეწილი „ლუქით“ საზოგადოების გული დაიპყრო.

ფოტო: დედას ჰგავს თუ მამას? – 15 წლის შაილო პიტი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავს

შაილო პიტმა კაბა პირველად მოირგო და სქესის შეცვლას აღარ აპირებს – ანჯელინასა და ბრედის ქალიშვილი მშობლების ასლია

ამჯერად, გოგონამ ლონდონში გამართულ პრემიერაზე დედის კაბა მოირგო. შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი „დიორის“ დახვეწილი კაბა ანჯელინას 2019 წელს ეცვა. აღსანიშნავია, რომ შაილოს მსუბუქი მაკიაჟიც ჰქონდა, ის შეუდარებლად გამოიყურებოდა.

ჰოლივუდის ისტორიაში „შავით თეთრზე“ დაიწერა, რომ ანჯელინა ჯოლი შეუდარებელი ქალია – მსახიობის მორიგი გაბრწყინება წითელ ხალიჩაზე

ცნობისთვის, ნიუ-იორკში გამართულ პრემიერაზე 16 წლის ზაჰარასაც ენჯის კაბა ეცვა. „ელი სააბის“ კაბა ჯოლიმ 2014 წელს, „ოსკარების“ ცერემონიალზე მოირგო.

ზაჰარა პიტი წითელ ხალიჩაზე დედის კაბაში გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები