LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ფერადკანიანი ენ ბოლეინი და საბედისწერო განაჩენი – ინტერნეტსივრცეში ფილმის პირველი „თიზერი“ გავრცელდა

425
page

წლის დასაწყისში Channel 5-მა, Fable Pictures-მა და  Sony Pictures-მა ენ ბოლეინის შესახებ თავიანთი ერთობლივი პროექტის პირველი ფოტოები გამოაქვეყნეს, საზოგადოებამ  ჯოდი ტერნერ-სმიტი ინგლისის დედოფლის ამპლუაში პირველად იხილა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოების აზრი ორად გაიყო, ზოგიერთისთვის ეს პროექტის ავტორებისგან ავანტიურულ ნაბიჯადაა აღქმული, ზოგისთვის კი მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პირველად ისტორიაში, ენ ბოლეინის როლს ფერადკანიანი ქალბატონი შეასრულებს.

ისტორიის გადაწერის მცდელობა – ჯოდი ტერნერ-სმიტის სენსაციური ლუქი ენ ბოლეინის როლში

აღსანიშნავია, რომ ენ ბოლეინი სერიალში სრულიად ახალი კუთხით იქნება წარმოჩენილი. მინისერიალი, რომელიც სამ ეპიზოდს მოიცავს, ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრისაა.

სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში ფილმის პირველი „თიზერი“ გამოჩნდა. 20 წამიან ვიდეოში ენ ბოლეინი სასიკვდილო ვერდიქტის გამოტანის შემდეგ, შავ კაბაში შემოსილი, სასოწარკვეთილი გამოდის სამეფო დარბაზიდან. „თიზერში“ პრემიერის თარიღი მითითებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ პრემიერა მიმდინარე წელს შედგება.

შეგახსენებთ, ტრაგიკული და საბედისწერო ისტორიული ფიგურის, ჰენრი მე-8-ს მეუღლის როლი თავდაპირველად ნატალი პორტმანმა მოირგო, ხოლო შემდეგ ნატალი დორმერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები